Monday, August 24, 2015

ინტეგრირებული გაკვეთილი - პრეზენტაცია ,,ქართულ ხელნაწერთა კვალდაკვალ''

2 comments:

  1. ინტეგრირებული გაკვეთილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
    საგნები : საქართველოს ისტორია , ქართული ენა და ლიტერატურა
    პედაგოგები : ქეთევან ცუცქირიძე , თამარ წერეთელი .
    IX კლასი
    თემა : ,,ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ ‘’
    1 ინტეგრირებული საგნები/ პედაგოგები : საქართველოს ისტორია - თამარ წერეთელი , ქართული ენა და ლიტერატურა: ქეთევან ცუცქირიძე

    2 გაკვეთლის თემა : ქართული ლიტერატურა : ქართული ხელნაწერები
    საქართველოს ისტორია : დამწერლობის წარმოშობა და მისი სახეები , ანბანური დამწერლობა , ქართული დამწერლობის 3 ისტორიული სახე, ქართული წერილობითი წყაროები .
    3 სწავლების საფეხური და კლასი: საბაზო- IX კლასი
    4 მოსწავლეთა რაოდენობა -30 მოსწავლე.
    5 გაკვეთილის მიზნები და გასავითარებელი უნარები: მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიულ წყაროებს , ხელნაწერთა ისტორიასა და მნიშვნელობას , გაეცნობიან საქართველოში არსებულ უძველეს ხელნაწერებს , მათი შექმნის პერიოდს ,ხელნაწერთა ავტორებსა და მათ ისტორიას , გაეცნობიან ქართული კალიგრაფიის უძველეს ნიმუშებს და დამწერლობის ისტორიულ სახეებს საქართველოში , დამწერლობის სახეების გავრცელების პერიოდებს . პირველ ქართულ ბეჭდურ ექსპონატებს.

    გასავითარებელი უნარები :
    ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი, არსებული ცოდნის ექსპორტირების უნარი , დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარი, ანალიზის უნარი
    პრეზენტაციების შექმნის და გამოყენების უნარი. შემოქმედებითი ესეს წერის უნარი



    6. ესგ-თი მისაღწევი სტანდარტები ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.

    ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.

    ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

    ისტ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.


    7 წინარე ცოდნა : ქართული ლიტერატურა : მოსწავლეები იცნობენ ზურაბ ჭუმბურიძის ნარკვევს ,,ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ’’
    ისტორია : მოსწავლეები იცნობენ ანბანური დამწერლობის სხვადასხვა ისტორიულ სახეებს მათ შორის ქართული დამწერლობის 3 ისტორიულ სახეს , მოსწავლეები იცნობენ ქართულ წერილობით წყაროებს , უძველეს ქართულ ხელნაწერებს და პირველ ნაბეჭდ წიგნებს .
    8 შეფასება :განმავითარებელი : წარმოდგენილი ესეს და საპრეზენტაციო მასალის კომენტირებით ,
    მოსწავლეთა თვითშეფასება : სათანადო რუბრიკის გამოყენებით

    9 რესურსები/ გამოყენებული ლიტერატურა/ მასალა / ტექნიკური საშუალებები ქართული ლიტერატურისა და ისტორიის - IX კლასის სახელმძღვანელოები
    ზურაბ ჭუმბურიძე: ,,ქართული ხელნაწერის კვალდაკვალ ‘’ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის საგამოფენო ექსპონატები .


    10 ინტეგრირებული გაკვეთილის მსვლელობა / დრო / მეთოდები:
    ღია გაკვეთილი მიმდინარეობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში
    A -ფაზა გამოწვევა მოსწავლეებს ექსპონატების გაცნობამდე მოხდა წინარე ცოდნის გააქტიურება - დრო 10 წუთი
    მეთოდი: კითხვა - პასუხი
    B ფაზა- ცოდნის რეალიზება -მოსწავლეები გაეცნენ სამუზეუმო ექსპონატებს და ინფორმაციებს მათ შესახებ - 30 წუთი.

    C - ფაზა რეფლექსია - მოსწავლეებმა შეაფასეს მათ მიერ ნანახი ექსპონატები - 15 წუთი , მიეცათ დავალება გაკვეთილზე წარმოადგინონ შემოქმედებითი ესსე სათაურით:
    ,, ყველაზე შთამბეჭდავი ექსპონატი’’ , მიეცათ დავალება შექმნან და წარმოადგინონ Power Point -ის პრეზენტაციები .
    11 შეფასება და თვითშეფასება : შეფასება - განმავითარებელი კომენტარებით
    თვითშეფასება - შეფასების რუბრიკის მიხედვით

    თვითშეფასების რუბრიკა
    ინდიკატორები -
    1.ჩემს აზრს გამოვთქვამ ღიად და თავისუფლად: (ყოველთვის, ზოგჯერ, არასდროს )
    2. საპრეზენტაციო მასალის/ესსეში წარმოდგენილი საკითხის შესახებ ინფორმაციას ვფლობ სრულად და ამომწურავად (ყოველთვის, ზოგჯერ, არასდროს)
    3. როცა სხვა საუბრობს ვუსმენ ყურადღებით (ყოველთვის, ზოგჯერ, არასდროს)
    4.განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ (ყოველთვის, ზოგჯერ, არასდროს)

    ReplyDelete
  2. პრეზენტაციაზე დამაგრებულია გაკვეთილის დეტალური გეგმა, კითხვები და რეფლექსია

    ReplyDelete