მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალა








                            Tondo  Doni

  ფლორენციაში, იტალიის  უმშვენიერეს  უფიცის გალერეაში,  ინახება  მიქელანჯელოს  ერთ–ერთი  პირველი  ფერწერული ნამუშევარი,  რომელიც  Tondo Doni” ს  სახელითაა  ცნობილი, თუმცა მას  „წმინდა  ოჯახსაც“ უწოდებენ.

  Tondo  ქართულად  მრგვალი  ფორმის  სურათს  ნიშნავს და  ეს ნახატი, მართლაც, მრგვალია, ხოლო მისი შემკვეთი კი ფლორენციელი ვაჭარი ანიოლო დონი  გახლდათ, რომელმაც  მადლენა სტროცისთან  თავისი  ქორწინების აღსანიშნავად  მოისურვა, რომ  მიქელანჯელოს  მათთვის შეექმნა  რაიმე  მნიშვნელოვანი.

  გადმოცემის თანახმად,  მან დაიწუნა  ეს ქმნილება, მაგრამ ამით  მიქელანჯელოს  შემოქმედებას  არაფერი  დაკლებია.

  სურათის  ცენტრალური  ფიგურა  ღვთისმშობელია  ყრმა მაცხოვართან და  წმინდა  იოსებთან  ერთად. ცოტა მოშორებით  პატარა იოანე  ნათლისმცემელია, რომელიც აღფრთოვანებული  შესცქერის  წმინდა  ოჯახს.

  ღვთისმშობელი  მუხლმოყრილია, თავი  მარჯვნივ  აქვს  მიბრუნებული, ყრმა  დედის  თმით თამაშობს, ხოლო მართალი იოსები მარცხნივაა გადახრილი. იგი ჩაცუცქულია, ერთი ფეხი  მოკეცილი აქვს, მეორე გაშლილი, რითაც  არასტაბილურობის  შთაბეჭდილებას ქმნის და თითქოს სპირალურ მოძრაობას ასრულებს. ეს ყველაფერი  პერსონაჟებს დინამიკურობას სძენს.

  მეორე პლანზე იოანე ნათლისმცემელია, ნეტარი სახით და ბავშვური უმანკოებით.

  ხოლო უკან   მთები და მდინარე მოჩანს. აქვეა ხუთი შიშველი ყმაწვილკაცი, ეფიბოსები (ძვ.ბერძნულ სინამდვილეში  ვაჟები  სრულწლოვანებასთან ერთად სრულფასოვანი მოქალაქეები–ეფებოსები ხდებოდნენ ), ეს კი ამ რელიგიურ ნახატს საერო და გამომწვევ იერს სძენს, შეიძლება,ეს იმანაც განაპირობა, რომ თავდაპირველ ვარიანტში მიქელანჯელოს ვაჭრის ოჯახი უნდა დაეხატა, მაგრამ, დაწუნების შემდეგ,შინაარსი შეუცვალა,ფლორენციელ ვაჭარს ვულგარულად  მოეჩვენა ქალის გამოსახულება.

  ზოგიერთი კრიტიკოსი შიშველ ფიგურებში სამოთხისეულ უმანკოებას  ხედავს,თითქოსდა ეს ხალხი მდინარის პირას ნათლისაღებად არის მისული. ამის დამადასტურებლად სახელდება მდინარე იორდანე და იოანე ნათლისმცემლის   გამოსახულება.

 მეორე ნაწილი კი წარმართულ სიმბოლოებზე საუბრობს და მათ მისტიურ ფიგურებად მიიჩნევს.

სურათი საიმედოდაა დაცული და მინის სქელი ფენა ფარავს,რადგან ერთ–ერთმა ფანატიკოსმა მჟავა  შეასხა და განადგურებას ბეწვზე გადაურჩა.

ფლორენცია  იტაალიის სიამაყეა,”Tondo Doni”---უფიცის გალერეის, ხოლო მიქელანჯელო ––სრულიად  სამყაროსი!   


შორენა  მაისურაძე  VIII  პირველი  კლასი

No comments:

Post a Comment