აქტივობები

2015-2016 სასწავლო წელი :
1) ჩავერთე  etwinning -ის  პროგრამაში ,ვგეგმავ ტრენინგებზე დასწრებას  და პროექტის  განხორციელებას  შესაბამისი პროგრამის ფარგლებში. 


2014-15 სასწ.  წელი  - ანგარიში  
  კათედრა : საზოგადოებრივი მეცნიერებები
 პედაგოგი : თამარ წერეთელი
კლასები 5 – 9 -11
 წლის  მანძილზე   ჩატარებული სამუშაო
 1)        5  კლასი
კლასში შევიმუშავე  გეგმა  რომლის  მიხედვითაც  გადავწყვიტეთ  შემექმნა   კლასიის  ნამუშევრების  სრული  პორტფოლიო  სადაც  წარმოდგენილი   და ასახული იქნება  რეფლექსიის შედეგები , ამ  მიზნით   დავიწყეთ    გრძელვადიანი პროექტი :  ,,მე  ვარ  ჩემი  ქვეყნის  მეგზური  ‘’   -რომლის ფარგლებშიც  ბავშვებს  წყვილებში   უნდა შეექმნათ   საქართველოს  ყველა კუთხის  საინფორმაციო  გზამკვლევი  რომელშიც  შეტანილი  იქნებოდა  ყველა სახის  ინფორმაცია რაც  ვისწავლეთ  და ასევე  მათი  ცოდნა  და ინტერნეტში მოძიებული მასალები .
შეიქმნა  ალბომი    ,,ჩვენი ქვეყნის კუთხეები ‘’   -რომლებზეც   თვითონ იმუშავეს წყვილებში .მასალა  აიკინძა  და ინახება  მშობელთან, რადგან  ასე ვაპირებთ  შემდგომშიც  ყველა  ნამუშევარის შენახვას
 2)      დაიგეგმა   ექსკურსია  საქართველოს  ეთნოგრაფიულ  მუზეუმში  და ინტეგრირებული  გაკვეთილი   სათაურით : ,,მეურნეობის ტრადიციული დარგები  საქართველოსა და ბირიტანეთში ‘’    საგნებში  ,,ჩვენი საქართველო ‘’   - ინგლისური  ენა ,  მუზეუმში არსებული საგანმანათლებლო პროეტქის  ფარგლებში  მოსწავლები  უშუალოდ გაეცნენ  საქართველოს  სხვადასხვა კუთხეში არსებულ  მეურნეობის წარმოების  ტრადიციებს , სახლის ტიპებს   და ასევე თვითონ  გაეცნენ  ისეთ  დარგებს როგორიც არის მეთუნეობა  , მჭედლობა  , ხეზე კვეთა , მათ  თავის ხელით   ცადეს საოჯახო  ნივთების დამზადება . 
მასალა წარმოდგენილია  გაკვეთილის  გეგმის და პრეზენტაციის  საშუალებით
 3)      9 - კლასი  კლასის  დამრიგებელ  ქეთევან ცუცქირიძესთან  ერთად  დაიგეგმა და  ჩატარდა    ორი  ვიზიტი  და    ინტეგრირებული გაკვეთილები :  ხელნაწერთა ეროვნულ  ცენტრსა და  ხელოვნების სასახლეში  - სადაც  გამოფენილი იყო  დადიანების  სასახლის საგანძური .   ვიზიტისა  და ინტეგრირებული გაკვეთილების  მასალები წარმოდგენილია გაკვეთილის გეგმების  და პრეზენტაციის  სახით 
 4)      ისტორიის  პედაგოგ  მადონა ჩუბინიძესთან ერთად  დაიგეგმა  აქტივობა   და განხორციელდა ვიზიტი  -     სხვადასხვა  კლასის  მოსწავლეებმა  8-11 კლასებიდან ,    რომლებიც დაინტერესებულნი არიან   ისტორიის  შესწავლით  და არქეოლოგიით , მიიღეს  მონაწილეობა საქართველოს  ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში  : ,,სახალისო არქეოლოგია ‘’   -  მასალა წარმოდგენილია პრეზენტაციაში ,   პროგრამაში მონაწილეობის შემდგომ   რეფლექსიისათვის  ჩავატარეთ  ინტეგრირებული  გაკვეთილი,   რომლის  დროსაც  ,,სახალისო არქეოლოგიაში  ‘’  მონაწილე  მოსწავლეები  თვითონ  იყვნენ  პედაგოგები  და  თავიანთ თანაკლასელებს  გაუზიარეს      მიღებული ცოდნა და გამოცდილება . 
 ასეთი გაკვეთილები  ჩავატარეთ   9 და 11 კლასში, მასალა წარმოდგენილია გაკვეთილის  გეგმის  სახით 
 5)        ორმა  მოსწავლემ  - ეკა ხორგუაშვილმა და  მარიამ პატაშურმა  - მიღეს  მონაწილეობა  სკოლაში ჩატარებულ   პროექტში ,,კაბადოკია ‘’   სადაც    წარმოადგინეს  თემები და ნამუშევრები . 
      .დაიგეგმა   და გრძელდება  პროექტი  ,,წარმატების  ისტორია ''  - პროექტის  ფარგლებში   9 კლასის  მოსწავლემ  მათე  გულუამ  შექმნა  2- სასწავლო ფილმი   ,,დიდგორის  ბრძოლა ''   და  ,,  ნაპოლეონ  ბონაპარტი''   - ფილმები შექმნილია  პროგრამაში  soni vegas-ი   და  გახმოვანებულია   სტუდიაში .

 6)      9 - კლაში ჩატარდა    ღია  გაკვეთლი   რომელზედაც დამესწრნენ   ხარისხის  მართვის კომისიის წევრები  -  გაკვეთილის თემა   იყო  :  ,,გეორგიევსკის  ტრაქტატის  -   წინაპირობები , აუცილებლობა და  მოსალოდნელი  შედეგები ‘’   -      გაკვეთილის  მასალა წარმოდგენილია  გაკვეთილის  გეგმისა  და  ხარისხის  მართვის  კომისიის  ანგარიშის  მეშვეობით.   
 7)      დავწერე  პროექტი    ,, ,, ევროპული განათლება საქართველოში -   ისტორია  და პერსპექტივები’’  -რომლის განხორციელებასაც  ვაპირებ  შემდეგი  სასწავლო წლის  მანძილზე  .
 8)        მივიღე მონაწილეობა    სემინარში  ,,მასწავლებელი - მეგზური  ევროპისკენ ‘’  -  აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა დადასტურებულია  სერთიფიკატით .  ვაპირებ  მჭიდრო კონტაქტი ვიქონიო  ნატოსა  და ევროკავშირის  საინფორმაციო  ცენტრთან .
 9)      ნატოსა და ევროინტეგრაციის  პროგრამასთან დაკავშირებით  9 კლასის  მოსწავლეები გავგზავნე  თურქეთის  საელჩოსთან არსებულ  კულტურის  ცენტში  სადაც ისინი  პირადად გაესაუბრენ  კულტურის ატაშეს  და  მოიტანეს  ინფორმაცია  კულტურულ - საგანმამათლებლო  გაცვლითი პროგრამების შესახებ , რომელშიც  თურქეთის  საელჩოს დახმარებით  ვაპირებთ  მივიღოთ  მონაწილეობა .პროგრამის ფარგლებში:  10 - მსურველის  შემთხვევაში   თურქეთის საელჩო  უზრუნველყოფს   თურქული ენის  უფასოდ  შესწავლას  ,  1 წლის  შემდეგ  კი,  ენის ტესტირებაში გამარჯვებული  მოსწავლეები  1 თვით  იგზავნებიან ქალაქ  სტამბულში  -  კულტურულ  ღონისძიებებში  მონაწილეობის  მისაღებად - საელჩოს  ხარჯებით .    პროექტის ფარგლებში  ასე ვაპირებთ  კონტაქტები დავამყაროთ    ყველა საელჩოსთან არსებულ  კულტურის  და განათლების  ცენტრებთან . 
 10)  შევქმენი  პორტფოლიოს ელექტრონული ვერსია  . მისამართი  http://tsereteliportfolio.blogspot.com/ -რომელიც  არ  არის  ჯერ კიდევ  სრულად  შევსებული  და  ვაპირებ  ზაფხულის  განმავლობაში ავტვირთო  ყველა ტესტი და მასალა რომელიც  დაგროვდა წლის განმავლობაში .

11)  გავდივარ ,, სამოქალაქო განათლების ‘’  პედაგოგთა  სასერთიფიკაციო  გამოცდაზე 




2013-14 სასწავლო  წელი  
წლის შესრულებული გეგმა:  თამარ წერეთელი

1 . ჩავატარეთ  ღია   სამფაზიანი გაკვეთილი     ,,ი.ს.ტ.-ის’’  გამოყენებით -   ,,სამოქალაქო  ომი ამერიკაში’’ -  პრეზენტაცია , გაკვეთილის  გეგმა  და რეფლექსია წარმოდგენლია  პორტფოლიოში .  გაკვეთილს  ესწრებოდა  საზოგადოებრივი  მეცნიერების კათედრა  და  დირექცია . 

2.   ჩატარდა  საგანმანათლებლო  ექსკურსია-  საქართველოს  სიმონ ჯანაშიას  სახელობის ეროვნულ   სახელმწიფო მუზეუმში,  მოსწავლეებმა შექმნეს    რამოდენიმე პრეზენტაცია   და  დაწერეს   შემოქმედებითი  ესსე  - სათაურით - ,,ყველაზე შთამბეჭდავი  ექსპონატი'' 



3. კალიგრაფიის  სოციალურ  სახელოსნოში  გაწევრიანდა  ჟანა თოდუა (10  კლ.)





  4. კალიგრაფიის  კონკურსზე  გაიგზავნა   ნოდარ კორაშვილის (VIII კლ.), მიხეილ წოწკოლაურისა  და ჟანა თოდუას  (X კლ.)  ნამუშევრები.
   5. მიმდინარეობს  მუშაობა   ინტელის  პროგრამის ფარგლებში  შექმნილ  საგანმანათლებლო პროექტზე -,, წარმატების ისტორია " - VIII-IX კლასები .
  6.,,sos - ჩვენი   უფლებები  ირღვევა"  ოთარ  რაზმაძის   პროექტის   თემის განხილვა  და მომზადება (გსმ -მოსწავლე)
  7.  ისტორიის   სასწავლო  ოლიმპიადაში  მონაწილეობენ    X  -კლასის  მოსწავლეები: დავით  ეგიაზაროვი, გიორგი ფოჩხუა , ნიკოლოზ  ზარანდია , არსენა თოდუა.


No comments:

Post a Comment