ტრენინგი/კვალიფიკაცია

                                                        განათლება 

 1985 -1991წ.წ.   თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი 
                            სპეციალობა:   ისტორია   
                            კვალიფიკაცია: ისტორიკოსი, ისტორიის  მასწავლებელი.
                            დიპ. N813937


2015 წელი  სერთიფიკატი N000003956 - უფროსი მასწავლებლის სტატუსი



2012 წ.              მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრი
                          მასწავლებლის  სერთიფიკატი : ისტორიის  (VII-XII) მასწავლებელი
2015 წ.              მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი:
                          მასწავლებლის სერთიფიკატი : სამოქალაქო  განათლების მასწავლებელი

                                                         გავლილი  ტრენინგები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო -
სსიპ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი:

2015              სემინარი  : ,,მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ'' - ორგანიზატორები :  
                       Friedrich-Ebert-Stiftung, Natoinfo, საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2014              ტრენინგი : მასწავლებლის  პროფესიული განვითარება -12 საათი - 
                       ანუკა ნარიმანიძე 

 2013              ,,ინფორმაციულ - საკომუნიკაციო   ტექნოლოგიების  გამოყენება  
                       სასწავლო  პროცესში " - (  II დონე)  39  საათი -ნათია მუმლაძე 

2013             ,, edmodo"  ვირტუალური  საკლასო  ოთახი   - 6 საათი  

                      ,,ვიდეო  როგორც  სასწავლო რესურსი"     - 4  საათი - ქეთინო  ცერაძე

2013              ,,ინტელის  სასწავლო კურსი"-  Inrel Teach Program - Essential  Course -
                         36 საათი  -   ნინო  კაჟაშვილი 

2013                გრძელვადიანი ტრენინგმოდული ისტორიაში: N1მოდული - ,,მსოფლიოს                          ისტორია  უძველესი ეპოქიდან დღემდე'' - 40 საათი -  ნატა ახმეტელი 

2013წ               გრძელვადიანი  სასწავლო კურსი  ისტორიაში: N2 მოდული -
                        ,,საქართველოს ისტორია უძველესი ეპოქიდან XVIII- საუკუნის 
                         ჩათვლით"-12 საათი - ბესიკ  ლორთქიფანიძე 

2013წ               გრძელვადიანი სასწავლო კურსი ისტორიაში : N3 მოდული -
                       ,,საქართველოს ისტორიაXIX-XXI საუკუნეებში" -8 საათი - 
                       ოთარ  ჯანელიძე 

2013წ              გრძელვადიანი სასწავლო კურსი ისტორიაში: N4 მოდული-
                      ,,ისტორიის სწავლების მეთოდიკა"  -16 საათი - ზურაბ  ჯამბურია

2012               მასტერკლასი  ისტორიაში : -,,ისტორიის სწავლებისას
                       მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება "  - ლევან ახვლედიანი 

2012               მასტერკლასი  ისტორიაში : - ,,ისტორიის  გაკვეთილის  დაგეგმვის
                       პროცესი " - ლევან ახვლედიანი 

2012              ტრენინგი  ,,ზოგადი   უნარები ''   - ქეთევან  ოსიაშვილი 
                                   
2012              ,, საგნობრივი  ტრენინგი  ისტორიაში"  -20 საათი - ნატა  ახმეტელი 

2012              მოდული : ,,ისტორიულ  წყაროსთან  მუშაობა" -   9 საათი -
                      ბესიკ  ლორთქიფანიძე 

  
პროფესიული განვითარების  გეგმა - რეფლექსია


მასწავლებლის  პროფესიული  სტანდარტი
მუხლი 133
    პროფესიული განვითარება
2. პროფესიულ განვითარებას გეგმავს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.
3. კოლეგებს უზიარებს პედაგოგიურ გამოცდილებას.
4. კრიტიკულად აანალიზებს პროფესიულ ლიტერატურას და პრაქტიკაში აქტიურად ნერგავს სიახლეებს

     მოგახსნებთ, რომ  ვარ  დიპლომირებული სპეციალისტი : - ისტორიკოსი  , ისტორიის პედაგოგი
 პედაგოგიური  პრაქტიკა  დავიწყე   მხოლოდ  2011 წლის  1 ნოემბერს   . თბილისის  N22 საჯარო სკოლაშიპედაგოგიური სამუშაოს  შესრულებაშიძალიან დამეხმარა 1990 -1998 წლებში  საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული  ესთეტიკური აღზრდის  მეთოდური ცენტრის  სახვით განყოფილებაში  მეთოდისტად  მუშაობა ,რადგან   აღნიშნულ თანამდებობაზე  მუშაობისას უშუალო შეხება  მქონდა  საგაკვეთილო  პროცესის დაგეგმვასთან .
   როდესაც    სკოლაში დავიწყე  მუშაობა,  გადავწყვიტე    ტრენინგების  ინტენსიური  გავლით  შემევსო  ის   გარკვეული  ვაკუუმირომელიც არსებობდა ჩემს  პედაგოგიურ   გამოცდილებაში, ამ მიზნით  ეტაპობრივად  დავგეგმე  და  დავესწარი ყველა  ტრენინგს  და  მასტერკლასს , რომელიც  ცხადდებოდა  მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ . რადგან  მიმაჩნდა რომ საგაკვეთილო  პროცესის  გაუმჯობესება   აუცილებლად აისახება  მოსწავლეთა შედეგებზე 
1.  თავდაპირელად  დავესწარი მოდულს:  ,,ისტორიულ  წყაროსთან  მუშაობა ''  - რადგან მიმაჩნია, რომ  ისტორიის პედაგოგისთვის  ყველაზე  აუცილებელი  თვისებაა  -წყაროზე  მუშაობის  სწავლა - სწავლების  ეფექტურად წარმართვატრენინგზე  მიღებული ცოდნას  აქტიურად  ვიყენებ  საგაკვეთილო  პროცესის  დროს,  ნებისმიერ  წყაროსთან  მუშაობისას.  კერძოდ , მოსწავლეებთან ერთად  შევიმუშავეთ  კითხვების ოპტიმალური სტანდარტირომლის  საშუალებითაც  შესაძლებელია  დამუშავო ნებისმიერი სახის   პირველადი  და მეორადი  წყარო .
 2.  დავესწარი მასტერკლასს:  ,,ისტორიის  გაკვეთილის დაგეგმვის  პროცესი'' - ტრენერი - ლევან ახვლედიანი - სადაც  დეტალურად გავიარეთ  ზოგადად  გაკვეთილის  დაგეგმვის  და კონკრეტულად  კი  ისტორიის გაკვეთილის  შემადგენელი ყველა კომპონენტი და აქტივობა .
3. შემდეგი ტრენინგი იყო-  მასტერკლასი  : ,,ისტორიის  სწავლებლისას  მრავალფეროვანი  მეთოდების გამოყენება ''  -ტრენერი ლევან ახვლედიანი - ტრენინგზე  დეტალურად გავიარეთ  ისტორიის გაკვეთილზე  გამოსაყენებელი   ყველა  სახის  აქტივობა  და მეთოდი, შევარჩიეთ  თემები  და ჯგუფებში  ვიმუშავეთ  თემასთან  აქტივობის  და მეთოდის  მისადაგებაზე .
4. 2012 წელს    დავესწარი  სასერთიფიკაციო  გამოცდებისათვის მოსამზადებელ  საგნობრივ  და  ზოგადი უნარების  გამოცდისათვის  მოსამზადებელ ტრენინგებს  და   წარმატებით ჩავაბარე  სასერთიფიკაციო  გამოცდა. (ტრენერები  - ნატა ახმეტელი  და  ქეთევან  ოსიაშვილი )
   
გამოცდის ჩაბარების შემდეგ   გადავწყვიტერომ  კარგი იქნებოდა  კიდევ  უფრო გამეღრმავებინა და  გამეახლებინა  ჩემი  ცოდნა საგანში და   ამ  მიზნით   დავრეგისტრირდი  მასწავლებლის სახლის  მიერ  გამოცხადებულ  გრძელვადიან  სასწავლო  კურსზე , რომელიც  მოიცავდა  80- საათს .
5. ჩემს  მიერ გავლილი ტრენინგების  დადებითი  ფაქტორი გაითვალისწინეს  კათედრაზე  და  N22 საჯარო სკოლიდან  2 პედაგოგი დავესწარით გრძელვადიან სასწავლო კურსს - ისტორიაში - რომელიც  შედგებოდა  4 მოდულისაგან და მთლიანად  მოიცავდა  სკოლაში ისტორიის  სწავლების სრულ  თემატიკას და   მეთოდებს . ტრენერები : ბესარიონ ლორთქიფანიძე, ნატა  ახმეტელი , ოთარ  ჯანელიძე  და ზურაბ  ჯამბურია
როდესაც  გავიარე  მასწავლებელთა   პროფესიული განვითარების  ცენტრის მიერ შემოთავაზებული  ყველა  ტრენინგი ისტორიაში , იმ მიზეზით, რომ   ძალიან კარგად  ვფლობ  კომპიუტერს, გადავწყვიტე  სრულყოფილად  შემესწავლა  პედაგოგიური პრაქტიკისთვის  აუცილებელი  უნარები  ... - ტექნოლოგიებში , რათა  აქტიურად გამომეყენებინა  თანამედროვე   ინფორმაციული  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები საგაკვეთილო  პროცესში 
6. დავესწარი  და გავიარე  შემდეგი  მოდულები :  ,,ინფორმაციულ - საკომუნიკაციო   ტექნოლოგიების  გამოყენება   სასწავლო  პროცესში " - (  II დონე)  39  საათი - ტრენერი ნათია მუმლაძე - აღნიშნულ  ტრენინგს  N22 საჯარო სკოლიდან  ვესწრებოდით  4 პედაგოგი - 3-  საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა,  1 - უცხო ენების კათედრა .   ტრენინგი  აღმოჩნდა ძალიან  საჭირო და აუცილებელი :   ვისწავლეთ  პორტფოლიოს  შექმნაპრეზენტაციების შექმნა , ექსელისა და ვორდის  პროგრამებში  მუშაობა და  ისტ- ის  ეფექტურად  გამოყენება საგაკვეთილო  პროცესში.
7. ასევე  დავესწარი ტრენინგებს  :,, edmodo"  ვირტუალური  საკლასო  ოთახი''. ,, edmodo’’-აღმოჩნდა  ძალიან საინტერესო პროგრამა ,რომლის  საშუალებითაც  შეიძლება  მოსწავლეს  ჩაუტარო  ტესტირება  , დაამყარო კომუნიკაცია  მშობელთან  ,   მისცე  და შეუმოწმო  საშინაო  დავალება ,ასწავლო ტესტების შექმნა  და  კიდევ  მრავალი რამ , მაგრამ სამწუხაროდ  ჯერ- ჯერობით  ვერ  ვიყენებ,  რადგან  ,სკოლაში  მოსწავლეთა შორის გვხვდება კონტიგენტი, რომელსაც  შეიძლება  არ  ჰქონდეს  ინტერნეტი  და კომპიუტერი
8. გავიარე  ტრენინგი : ,, ვიდეო  როგორც  სასწავლო რესურსი ''   -სადაც  ვისწავლეთ  სასწავლო  რესურსის  შექმნამაგალითად  დოკუმენტური ფილმიდან  კადრების  ამოჭრა და დამუშავება ისე , რომ   რესურსი გამოსაყენებელი იყოს  საგაკვეთილო პროცესისათვის- ტრენერი  ქეთინო ცერაძე.
9. შემდეგ  გავიარე   ტრენინგი   ,,ინტელის  სასწავლო  კურსი '' , რომლის  ფარგლებშიც  დეტალურად  ვისწავლეთ პროექტებით  სწავლების   მეთოდიკა , ინტელის სწავლების პროცესში დავიწყე   და დავგეგმე  - საგანმანათლებლო  პროექტი- ,,წარმატების ისტორია  '' - რომელიც შეიძლება ეფექტურად  გამოიყენო  ნებისმიერ  სასწავლო საფეხურზე . პროექტის შესახებ  ინფორმაცია  წარმოდგენილია  პორტფოლიოში.
10. კრიტიკული  და ობიექტური თვითშეფასების  უნარის განვითარებისათვის  ,ასევე  იმ  კრიტერიუმების  გასაცნობად , რითიც  ფასდება და როგორ უნდა მუშაობდეს თანამედროვე  მასწავლებელი-  2 პედაგოგი - N22 სკოლიდან  დავესწარით  ტრენინგს : ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარება , თვითშეფასება  და კოლეგების შეფასება '' -ტრენერი  ანუკა ნარიმანიძე - ტრენინგზე  გავიარეთ  კრიტერიუმებირითიც  შეიძლება შეფასდეს  თანამედროვე პედაგოგი და  მის  მიერ  ჩატარებული სამუშაო.  შევავსეთ დეტალური კითხვარები, რომლის  მეშვეობითაც  ადვილია  საკუთარი და სხვისი  პრაქტიკის ეფექტურობის შეფასება . ვისწავლეთ  საკუთარი თავის და შესრულებული სამუშაოს  კრიტიკული თვალით დანახვატრენინგმა  გვასწავლა თუ  როგორ უნდა დაიგეგმოს  თანამედროვე  ეფექტური  სამუშაო  გეგმაროგორ  უნდა მოხდეს  მიღებული ცოდნის ინტენსიური გაზიარება კათედრაზე  და ზოგადად  კოლეგებთან .

მიმაჩნია, რომ   სასწავლო  ტრენინგებზე დასწრებამ  ,ჩემი  სამუშაო პროცესი  გახადა  ბევრად უფრო ნაყოფიერი , და  საინტერესორადგან  ვისწავლე  ტესტების, კითხვარების  დიაგრამების , პრეზენტაციების შექმნა, გამოყენება  და  საგანთან მისადაგებააქტივობების  დაგეგმვა  და  თემასთან  შესაბამისობამიზნის  მისაღწევად  გაკვეთილის  ეფექტური  დაგეგმვა, პროექტებით  სწავლების ეფექტურობა  ,პროექტებით სწავლების  დეტალური ინსტრუქცია , კრიტიკული  თვითშეფასება  -  პორტფოლიოში წარმოდგენილია  მასალები , რომლითაც  დასტურდება ჩემს  მიერ  ტრენინგებზე  გავლილი ცოდნის ეფექტური გამოყენება საგაკვეთილო  პროცესში . შესაბამისად  ჩემი  კვალიფიკაციის  ამაღლება აისახა  მოსწავლეთა შედეგებზე  რადგან მოსწავლეებთან ერთად  ვგეგმავთ   მათი  საჭიროებების    მიხედვით სასწავლო აქტივობებს  , ინდივიდუალურად ვმუშაობ  გსმ   მოსწავლეებთან , 
ამ წლების განმავლობაში  აქტიურად  ვაზიარებდი  მიღებულ  ცოდნასა  და გამოცდილებასრისი  მაჩვენებელიც არის  ინტეგრირებული გაკვეთილები, რომელიც  ჩატარდა  სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან ერთად . გაკვეთილების შესახებ  ინფორმაცია განთავსებულია  პორტფოლიოში.
2015 წელს  მივიღე  მონაწილეობა  პედაგოგთა სასერთიფიკაციო  გამოცდაში  და ამ  ჯერზე  მოვიპოვე  - სამოქალაქო  განათლების  პედაგოგის  სერთიფიკატი . ახლა ვგეგმავ ამ  საგანში (სამოქალაქო განათლება )  ყველა  სასწავლო  მოდულის   და ტრენინგის გავლას,  რომელიც  დაიგეგმება   განათლების სამინისტროს  მიერ შემოთავაზებულ,  პედაგოგთა პროფესიული განვითარების  პროგრამის  ფარგლებში .
ვაპირებ  მონაწილეობა  მივიღო  Etvining  -  საქართველოს  პროგრამაში 
მიმაჩნია, რომ ჩემს  მიერ  დაგეგმილი და  განხორციელებული  პროფესიული განვითარების გეგმა  და აქტივობები, სრულად შეესაბამება    მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის   - 133    მუხლის   2.- 3. -და 4 -ე   პუნქტებს.
პატივისცემით 
თამარ წერეთელი





No comments:

Post a Comment