Saturday, June 13, 2015

V კლასი -საგანმანათლებლო ინტეგრირებული- გაკვეთილი ,,საქართველოს კუთხეები და მეურნეობის ტრადიციული დარგები საქართველოსა და ბრიტანეთში '' -შედარება და ანალიზი .

2 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. ინტეგრირებული გაკვეთილი - სამიზნე ჯგუფი : 5 კლასი - 1 გსმ - მოსწავლე
    საგნები ,, ჩვენი საქართველო ‘’ - პედაგოგი თამარ წერეთელი
    ინგლისური ენა - თამარ სულამანიძე
    გაკვეთილის თემა : ,, მეურნეობის ტრადიციული დარგები საქართველოსა და ბრიტანეთში ‘’ - მსგავსება და განსხვავება.
    გაკვეთილის მიზანი : ინტეგრირებული გაკვეთილი დაიგეგმა წლის ბოლოს რადგან სახელმძღვანელოს მეშვეობით მოსწავლეებმა თეორიულად შეისწავლეს როგორც საქართველოში გავრცელებული ტრადიციული მეურნეობის დარგები ასევე ინგლისურად გაეცნენ მეთუნეობის ისტორიას , გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში დაიგეგმა გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი ,რომლის მიზანიც იყო არსებული თეორიული ცოდნის ვიზუალური მასალით განმტკიცება ტრადიციული მეურნეობის დარგების უშუალოდ გაცნობა და შემდგომი ანალიზი , განსხვავების და მსგავსების დაფიქსირება საქართველოში და ინგლისში არსებულ ტრადიციულ სამეურნეო დარგებს შორის . კლასის მობილიზება / რესურსი : გასვლით ინტეგრირებულ გაკვეთილში მონაწილეობდა მთელი კლასი, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მუზეუმში არსებობს ყველა რესურსი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მოსწავლეები უშუალოდ გაცნობოდნენ ტრადიციული მეურნეობის შემდეგ დარგებს : მეთუნეობა , მჭედლობა , ხის მხატვრული დამუშავება .
    დამატებით გამოყენებული რესურსი: ფოტოკამერა , ბლოკნოტი , საწერი კალმები .
    ე.ს.გ. სტანდარტი :
    საზ.მეც.სტ.V.11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის, ტრადიციული და ამჟამინდელი საქმიანობების მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება; მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებების გამომწვევი მიზეზების დანახვა;
    საზ.მეც.სტ.V.12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კუთხისთვის/მხარისთვის დამახასითებელი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებისა და წარსულსა და აწმყოში მათი გამოყენების თავისებურებების დახასიათება;
    აქტივობები : ფაზა - A ( წინარე ცოდნის გააქტიურება ) : 1. კითხვა- პასუხი
    კითხვები :1. რა ვიცით ტრადიციული ისტორიული მეურნეობის დარგების შესახებ ?
    2. როგორ ამზადებენ თიხისაგან ნივთებს ?
    ფაზა -B (ახალი ცოდნის შეძენა ) : მოსწავლეები დაათვალიერებენ მუზეუმში არსებულ ექსპონატებს და მოისმენენ მუზეუმის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ მინილექციებს სხვადასხვა თემებზე , ასევე თვითონ მიიღებენ მონაწილეობას და დაამზადებენ ნივთებს სამეურნეო დარგებში, ძველად არსებული მეთოდების გამოყენებით : მეთუნეობა , ხეზე კვეთა , მჭედლობა .
    ფაზა -C ( რეფლექსია ) : მოსწავლეები გაააქტიურებენ სახელმძღვანელოთი მიღებულ ცოდნას და გააკეთებენ შედარებით ანალიზს არსებული ტრადიციული სამეურნეო დარგების მსგავსებისა და განსხვავების შესახებ .
    მეთოდი : საგანში ,,ჩვენი საქართველო’’ დაიწერება ესსე სათაურით : ,,თიხის ჭურჭელი - კაცობრიობის გამოგონება ‘’.
    ინგლისურ ენაში მოხდება მიღებული ცოდნის ექსპორტი და ინგლისურ ენაზე ადაპტირებული ფრაზების მეშვეობით არსებული ცოდნის გადმოცემა კითხვა- პასუხის მეთოდის გამოყენებით

    ReplyDelete