Thursday, December 12, 2013

პროექტგაკვეთილი -,,სამოქალაქო ომი ამერიკაში''

2 comments:

  1. გაკვეთილის გეგმა
    საგანი - ისტორია
    სამიზნე ჯგუფი - 8 კლასი
    მოსწავლეთა რაოდენობა: 30
    ს.ს.მ -მოსწავლე არ ფიქსირდება
    გაკვეთილის მთავარი თემაა : ,,სამოქალაქო ომი ამერიკაში''
    A ფაზა - გამოწვევა - გაკვეთილი იწყება წინარე ცოდნის გააქტიურებით , წარმოდგენილი პრეზენტაციის და მასში დასმული კითხვების მეშვეობით მოსწავლეები გაიხსენებენ ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბების ისტორიას , ,,დამოუკიდებლობის დეკლარაციას'' - თომას ჯეფერსონს და ჯორჯ ვაშინგტონს.
    B- ფაზა -წვდომა მოსწავლეები გაეცნობიან პარაგრაფის ტექსტს და წყვილებში იმუშავებენ სასწავლო მასალაზე , ცხრილის კითხვებზე გასცემენ პასუხს : იხ მასალა -ცხრილი .
    C-ფაზა რეფლექსია - წყვილები წარმოადგენენ შევსებულ ცხრილს , და შეაჯამებენ ინფორმაციას ,გასცემენ მთავარ კითხვას პასუხს
    შეფასება : - შეფასების რუბრიკის მიხედვით.

    ReplyDelete
  2. გაკვეთილის გეგმა : დეტალური ინფორმაცია
    წინა მასალის გახსენება - კითხვები :
    1 როგორ და როდის ჩაეყარა საფუძველი ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიების დამოუკიდებლობას?
    2. ვინ იყო თომას ჯეფერსონი?
    3 რა შინაარსის დოკუმენტი იყო ,,დამოუკიდებლობის დეკლარაცია '' -რა იყო მასში ასახული.
    4 რომელ უფლებებს აცხადებდა ,,დამოუკიდებლობის დეკლარაცია '' ხელშეუხებელ უფლებებად ?
    5 რა აღიარა ,,პარიზის ზავით '' - დიდმა ბრიტანეთმა?
    6 ვინ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი?
    7 რატომ გავრცელდა ამერიკაში მონობა - დაასახლე ხელშემწყობი მიზეზები
    პირველი ქვეთავის კითხვები :
    1 რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატები?
    2 . შეერთებული შტატების რომელ ტერიტორიებზე იყო უფრო მეტად გავრცელებული მონობა და რატომ?
    3. რამ გამოიწვია 19 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ შტატებში მონობის გაუქმება?
    4. რა გავლენა იქონია მექსიკის ომმა მონობის გავრცელებაზე?
    5. ვინ იყვნენ აბოლიციონისტები?
    6. როდის ჩამოყალიბდა რესპუბლიკური პარტია?
    7. ვინ იყო აბრაამ ლინკოლნი?
    8 რატომ ჩამოყალიბდა სამხრეთ შტატებში კონფედერაცია?
    მეორე ქვეთავის კითხვები :
    1. ვისი უპირატესობით მიმდინარეობდა თავდაპირველად ომი ?
    2. რა განაპირობებდა ჩრდილოეთის შტატების უპირატესობას?
    3. რა მოვლენები მოყვა ,,ემანსიპაციის შესახებ დეკლარაციის ''გამოცემას?
    4. რა შედეებით დამთავრდა სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატებს შორის სამოქალაქო დაპირისპირება ?
    შემაჯამებელი კითხვები :
    1. როგორ დამთავრდა ამერიკის სამოქალაქო ომი - შეაჯამე შედეგები
    2. იმსჯელე რა შედეგი მოიტანა ,,დეკლარაციამ ემანსიპაციის შესახებ''
    3. შეაფასე რა ტიპის კონფლიქტს განეკუთვნება სამოქალაქო ომი შტატებში - ადგილობრივს , რეგიონალურს თუ ლოკალურს?

    ReplyDelete